ყაველაშვილის ხელმოწერილი სადამსჯელო კანონები | ახალი აკრძალვები ოლიგარქის რეჟიმისგან

გამოქვეყნდა:

რეპრესიული სისტემა დღეიდან კიდევ უფრო მძლავრია. მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ახალ სადამსჯელო კანონებს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე კვირის წინ მიიღო. 

ადამიანის უფლებების უკიდურესად შემზღუდავი კანონები აფართოებს სადამსჯელო სისტემის მოქმედების არეალს და პოლიციას და სასამართლოს, რომლებიც სრულად ემორჩილებიან კლანს, განუზომელ უფლებებს აძლევს. 

ამიერიდან აკრძალულია პიროტექნიკის და ლაზერის გამოყენება. დასჯადია ნიღბის ტარება და ნებადართული ხდება ეგრეთ წოდებული პრევენციული დაკავება. ანუ, თუ პოლიციელი უბრალოდ ივარაუდებს, რომ შესაძლოა ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინოს, მას ადგილზე დაკავების უფლება ეძლევა.

უფრო ვრცლად იხილეთ ირაკლი ბახტაძის სიუჟეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი