"ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას საქართველოზე" | იან ლიპავსკი

გამოქვეყნდა:

ჩეხეთი, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების ეხება, უერთდება. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გააკეთა.

"ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს", - წერს იან ლიპავსკი X-ზე.

გუშინ, ნორდიკულმა და ბალტიის ქვეყნებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და კრიზისიდან გამოსავალზე ისაუბრეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი