"3 იანვარს MEGOBARI Act-ს წარვადგენთ - ის ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი იქნება, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს" | ჯო უილსონი

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ს კონგრესში 3 იანვარს წარადგენენ.

როგორც უილსონი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "მეგობარი აქტი" იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.

"3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, "მეგობარი აქტი" ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.

ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო - ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი - ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს [ამერიკისთვის]", - თქვა უილსონმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი