დადგენილია რუსი სამხედრო, რომელმაც ბუჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრძანება გასცა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული  პოლიციის ცნობით, დაადგინეს რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომელიც მონაწილეობდა 2022 წელს ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობაში. პოლიციის ცნობით, ეს არტიომ ტარეევია, 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 234-ე სადესანტო-საიერიშო პოლკის მეთაური. 

სწორედ მან გასცა ბრძანება 2022 წლის 5 მარტს, ესროლათ ყველა სამოქალაქო პირისთვის, ვინც კი გამოჩნდებოდა ბუჩაში, იაბლონსკაიასა და ვოდოპროვოდნაიას ქუჩების გადაკვეთაზე. სწორედ ამ დროს მოკლეს 52 წლის ირინა ფილკინა, სოფელ მიხაილოვკას მცხოვრები, რომელიც ველოსიპედით სახლში ბრუნდებოდა. მას სულ მცირე 15 ტყვია ესროლეს. 

ბუჩას გათავისუფლების შემდეგ Reuters-ის კორესპონდენტის ზოჰრა ბენსემრას მიერ გადაღებულ ფოტოს დიდი რეზონანსი მოჰყვა-  მოკლული ქალის ხელი წითელი ლაქით, ტალახში. 

უკრაინული გამოძიების ინფორმაციით, ტარეევის ბრძანების შედეგად იაბლონსკაიას ქუჩაზე 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯარების მიერ კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას ხუთკვირიანი ოკუპაციის შემდეგ, ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის უამრავი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ნანახი იქნა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი