არალეგიტიმური პრეზიდენტი ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა. მიხეილ ყაველაშვილს ათონელის რეზიდენციას უმზადებენ. გუშინ, თბილსერვისის სამსახურმა სასახლის ეზო საახალწლო დეკორაციებით მორთო. სავარაუდოდ, მოაწესრიგეს ის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომლებიც შენობის შიგნით იყო.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბოლო დღეებში სასახლეში გათბობა გამოურთეს.