უკრაინულმა დრონებმა სმოლენსკის ოლქში, ნავთობსაცავს დაარტყეს

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა თვითმფრინავებმა სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში საწვავის საცავს დაარტყეს. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციებით,  იარცევოს მცხოვრებლებმა ათზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა.

„წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, მოხდა საწვავის დაღვრა და საწვავის და საპოხი მასალების აალება" - აცხადებს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილი ანოხინი.

ვრცელდება ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებიც სავარაუდოდ მოსახლეობის გადაღებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი