რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ყაზანის აეროპორტი დროებით დახურა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოღებულ იქნა „დროებითი შეზღუდვები სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
რუსეთში აეროპორტები როგორც წესი, უკრაინული დრონების მოსალოდნელი თავდასხმის გამო იხურება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დრონების თავდასხმაზე ყაზანიდან ინფორმაცია დღეს არ გავრცელებულა.