გერმანიამ აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სავიზო სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები დაუწესა.

"დღეს გერმანიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა 9 ადამიანს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა - მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა.

საქართველოში ვითარება კვლავ შემაშფოთებელია. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მოუწოდეს საქართველოს, შეცვალოს კურსი", - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი