"რაღაც ფურცელი მომივიდა, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვიღაც არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით" | საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

"რაღაც ფურცელი მომივიდა, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვიღაც არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით," - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე გოგოლაძე.

"ვეჭვობ, ეს წელიც სავსე იქნება გამოწვევებით. დიდი იმედებით ვხვდები!
P.S. რაღაც ფურცელი მომივიდა, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვიღაც არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით (ვინც არ იცის, პირველი მაისიდან ისედაც ჩამოშორებული ვიყავი საქმიანობას და დიდი ხანია, რაც ვუჩივლე სამინისტროს სასამართლოში).
მეგობრებო! ვისაც ანალოგიური შეტყობინება მოგივიდათ, ან ელით ახალი წლის ამ ფორმით მოლოცვას! 
ერთი წამით არ დანებდეთ! წინ დიდი გამარჯვება გველის!", - წერს ალექსანდრე გოგოლაძე სოციალურ ქსელში. 

 

ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

ალექსანდრე გოგოლაძემ 2024 წლის 1-ელ მაისს Facebook-ის პირად გვერდზე დაგმო რუსული კანონი და თქვა, რომ უერთდებოდა პროტესტს რუსთაველზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი