უილსონი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

წერილში უილსონი მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალ მრჩეველს, მაიკლ უოლცს მოუწოდებს, აამოქმედონ აშშ-ის კანონით გათვალისწინებული მექანიზმები სანქციებისთვის თავის არიდების გამოსამჟღავნებლად, ასევე, ქოლცენტრების და "ქართული ოცნების" სხვა უკანონო საქმიანობების გამოსააშკარავებლად.

"ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წერტილოვნად არტყამს საქართველოს დე ფაქტო მთავრობის ნარატივს იმის შესახებ, თითქოს პროჩინური, ირანული და რუსული ინტერესების გატარება ტრამპის ან ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის მისაღებია", - წერს უილსონი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომით "ოცნება" ფინანსურად სარგებლობს.

მისი თქმით, შეერთებული შტატების გადამწყვეტ, მოკავშირეებთან შეთანხმებულ მოქმედებებს "ქართული ოცნების" რეჟიმის ოპერაციების აღმოფხვრა და არადემოკრატიული რეჟიმის შესუსტება შეუძლია.

უილსონის თქმით, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, აშშ-მა იმოქმედოს საერთო მიზნების მისაღწევად - დაიცვას დემოკრატია და იბრძოლოს დამაზიანებელი გავლენების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი