დღეიდან პენსია 35 ლარით, "ოცნების" რიგითი დეპუტატის ხელფასი კი 2.5-ჯერ, 11 680 ლარამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 1-ლი იანვრიდან პენსია 35 ლარით, "ქართული ოცნების" რიგითი დეპუტატის ხელფასი კი 2.5-ჯერ, 11 ათას ლარამდე გაიზარდა.

პენსიის შემთხვევაში, ცვლილება შეეხება როგორც 70 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც 350 ლარს მიიღებენ, ისე 70 წელს გადაცილებულებს, ვისთვისაც პენსია 450 ლარი იქნება.

რაც შეეხება დეპუტატებს - პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მათი ანაზღაურება 2.5-ჯერ გაიზარდა. როგორც "რადიო თავისუფლებამ" დათვალა, "ქართული ოცნების" რიგითი დეპუტატის ხელფასი 4 624-დან 11 680 ლარამდე, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება კი 6 740-დან 14 600 ლარამდეა გაზრდილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი