ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქცია ახალი წლის ღამეს გლდანის საპატიმროსთან გაიმართა. რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების მსვლელობისას სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 50-მდე აქტივისტიდან ძირითადი ნაწილი სწორედ გლდანის ციხეშია მოთავსებული.
აქ პატიმრების დედები, ოჯახების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. გაამხნევეს ტუსაღები, საახალწლო საჩუქრები შეუგზავნეს და საჯაროდ წაიკითხეს ღია წერილები, რომლებსაც რეჟიმის ტყვეებს ქუჩაში მყოფი და ბრძოლაში ჩართული მათი მეგობრები უგზავნიან.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი