დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ტყეშელაშვილი გაათავისუფლეს.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ გათავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების გათავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას უკავშირებს.
"ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას!
2009 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, ჯერ სკოლაში, შემდეგ პენიტენციურ სისტემაში, 2014 წლიდან კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ყველგან მხოლოდ განათლება და გამოცდილება იყო ჩემი „პატრონი“, ასევე საქმის ერთგულება, პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია, ჯერ, როგორც ფსიქოლოგი, დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ იმედი, მხარდაჭერა და ემპათია ამ სამყაროს მიმართ. შემდეგ 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამართველოს უფროსის, 2019 წლიდან კი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან მემუშავა პოლიტიკის დოკუმენტებზე, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვენების ჰუმანური, მხარდამჭერი პროცესების შემუშავებასა და დანერგვაზე. ამ წლების მანძილზე, ჩემს ერთგულ, უჭკვიანეს და პროფესიონალ გუნდთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან ერთად, შევიმუშავეთ და დავნერგეთ პროფესიული სტანდარტები, გავაუმჯობესეთ რისკის და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტები და ელექტრონული ბაზა, შევქმენით 30-მდე სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელშიც 2016 წლიდან დღემდე ჩართული იყო 12513 პრობაციონერი, განრიდებული და ყოფილი პატიმარი (ეს უნიკალური რიცხვია და მომსახურებებით სამჯერ შეგვიძლია გადავამრავლოთ) 2016 წლიდან მოვამზადეთ 4500 წინასასამართლო ანგარიში და ამ პროცესში, სოციალური მუშაკები შეისწავლიან, არასრულწლოვანის განვითარების დონის, აღზრდის, განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა გარემო პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხასიათს და ქცევის თავისებურებებს, რაც თავის მხრივ შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეფასება კი მოსამართლეებს/პროკურორებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული რეკომენდაციების შემუშავებასა და სასჯელის გამოტანაში უწყობს ხელს.
ამის პარალელურად, 2015 წლიდან ვმუშაობდი ჯერ სასჯელაღსრულების შემდეგ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტრენინგებს ვატარებდი სუიციდის, ეფექტური კომუნიკაციის, ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის თემებზე. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი „პრობაციოენრთა საორენტაციო კურსის“ დანერგვასა და განხორიცელებაში და „მასწავლებელთა კურსის“ მოდულში, როგორც ერთ-ერთი ავტორი.
საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ, ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი, რაც ჩემს გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოგვივიდოდა, რომ არა საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი. განსაკუთრებული მადლობა ყველას, რომლებიც ჯერ ჩვენს საჭიროებებს იკვლევდნენ, შემდეგ კი ჩვენს მხარდამხარ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენს უწყება, ჩვენს სამინისტროს, ჩვენს ქვეყანას გაცილებით კარგი მომავალი ჰქონოდა, შემცირებული დანაშაულით და საზოგადოებაში ინტერირებული ბევრი კარგი ადამიანით.
და ამ ყველაფრის შემდეგ, 31 დეკემბერს სასწრაფოდ გააუქმეს ჩემი შტატი ( ახალი კაბალური კანონის თანახმად, რადგან ამ დრომდე სამჯერ კონკურს გავლილი უვადო საჯარო მოხელე გახლდით) 1 იანვარს საქმის წარმოების სისტემაში შემთხვევით შესული მე და ჩემი ორი კოლეგა - განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამია და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი - ნათია ალიაშვილი ვიგებთ, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებენ, თან „კეთილი ნება“ გამოიჩინეს და 1 თვით ადრე შეგვატყობინეს. აქვე ავღნიშინავ, რომ 15 წლის მანძილზე, არასოდეს არ მიმიღია არც საყვედური, არც გაფრთხილება, 2-ჯერ მაქვს მადლობის ჯილდო აღებული და ყოველთვის მოწინავე რიგებში ვიყავი სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრის დროს.
ჩვენს გათავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების გათავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!
აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, და არ გავჩერდებით იმ დრომდე სანამ ჩვენი ქვეყანა თავის ევროპულ გეზს არ დაუბრუნდება!" - წერს ნინო ტყეშელაშვილი.