გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სირიაში ჩავიდა. გერმანიის პირველი დიპლომატის დამასკოში ჩასვლის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება.
იქამდე კი ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სირიელი ხალხი ათწლეულების რეჟიმის სისასტიკის შემდეგ, უკეთესი მომავლის იმედითაა.
ათწლეულების ჩაგვრამ, ასადის რეჟიმის სისასტიკემ და მისმა საშინელმა სამოქალაქო ომმა უზარმაზარი ჭრილობები მიაყენა სირიაში მილიონობით ადამიანს. მთელი ქვეყანა ამით არის შეშინებული - და ამავე დროს ახლა იმედოვნებს, რომ მომავალი უკეთესი იქნება." დაწერა ბერბოკმა