სომხეთში, ბაგრატაშენის საგუშაგოსთან არსებულ საწყობში ხანძარი გაჩნდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

სომხეთში, ბაგრატაშენის საგუშაგოსთან არსებულ საწყობში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ბაგრატაშენის საგუშაგო სომხეთ-საქართველოს საზღვარზეა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საწყობში ხანძარი პიროტექნიკას გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ბოლო მონაცემებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი