ტოყაევის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო პოლიტიკურ წყობას თავისი საუკეთესო სახე არ გამოუვლენია | სისტემის ნაკლოვანების მაგალითად მან საქართველო დაასახელა

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო პოლიტიკურ წყობას თავისი საუკეთესო სახე არ გამოუვლენია და ასეთ მაგალითად საქართველო დაასახელა.

ტოყაევთან ინტერვიუ ადგილობრივმა გაზეთმა, Ana tili-მ ჩაწერა და პრეზიდენტს ჰკითხა: რამდენად სწორია ინფორმაცია და რამდენად რეალურია, რომ მზადდება ფუნდამენტური რეფორმები, რათა ყაზახეთში მმართველობის სისტემა საპარლამენტოზე გადავიდეს?"

"საპარლამენტო სისტემას რა თქმა უნდა არსებობის უფლება აქვს. რიგ ევროპულ და აზიურ ქვეყნებშიც ამ სისტემამ ფესვები გაიდგა. თუმცა, მთლიანობაში მმართველობის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ყველა სახელმწიფო, რომელიც პოლიტიკურ სისტემას ირჩევს, ეყრდნობა ისტორიულ კონტექსტს, ეროვნულ მენტალიტეტს და პოლიტიკურ პრაქტიკას. ჩემი აპარატი ყურადღებით აკვირდება მსოფლიო პრაქტიკას. დამეთანხმეთ, საპარლამენტო სისტემამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თავისი საუკეთესო სახე არ გამოუვლინა - ამის მაგალითია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

მმართველობის სტილის არჩევა - ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც არა კულუარებში, არამედ სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით უნდა მოხდეს. ჩემი კონცეფცია არის "ძლიერი პრეზიდენტი - გავლენიანი პარლამენტი - ანგარიშვალდებული მთავრობა" - დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოდელი ყაზახეთისთვის საუკეთესო პოლიტიკური სისტემაა...", - თქვა ტოყაევმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი