ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო. ახლადარჩეულმა კონგრესმენებმა ფიცი დადეს და შესაბამის წიგნში ხელიც მოაწერეს.
ამ დროისთვის, კონგრესში თავმჯდომარის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. კანონმდებლები თავმჯდომარეს დემოკრატ ჰაკიმ ჯეფრისსა და რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს შორის ირჩევენ.
ასევე ცნობილია, რომ დღეს, კონგრესის პირველ სხდომაზე MEGOBARI აქტის რეინიციირება და "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" ინიციირება მოხდება. აქტებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი, სტივ კოენი წარადგენენ.