კონგრესში საქართველოს შესახებ კანონპროექტი დააინიციირეს. კერძოდ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა MEGOBARI აქტი ხელახლა წარადგინა.
"დღეს კონგრესმენ კოენთან, ჰადსონთან და ვიზისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ MEGOBARI აქტი 119-ე კონგრესში - H.R. 36. ჩვენი მთავარი ამოცანაა - დავასრულოთ ქართული კოშმარი და შევწყვიტოთ ტერორი ქართველ ხალხზე აგრესორის მხრიდან", - წერს უილსონი.
აშშ-ის რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დღეს დაიწყო. საქართველოს შესახებ კანონპროექტების ინიციირება პირველივე სხდომაზე მოხდა.
მანამდე, ჯო უილსონმა თქვა, რომ "კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას".