ქართულ ენაზე სიტყვა MEGOBARI ნიშნავს „მეგობარს“ და ეს კანონპროექტი ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის მჭიდრო მეგობრობასა და პარტნიორობას - აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი
"ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას. მე ვდგავარ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გვერდით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში.
ეს კანონპროექტი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აძლევს არჩევანს, უარი თქვან დიქტატორ ივანიშვილზე ან ემუქრებათ სანქციები. ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გადარჩეს" - ამბობს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.