დეპორტი პროტესტს გამო - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა.
დეპორტირებულია 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე - მათ შორის არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. პროტესტის გამოხატვის გამო, რეჟიმმა სადამსჯელო მექანიზმი აამოქმედა უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაც - მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საზღვარზეც უპრობლემოდ უშვებენ და ქვეყანაშიც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ.