"საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები," - ამბობს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი FOX NEW-თან. მისივე თქმით, კონგრესი იმუშავებს დემოკრატიის აღდგენაზე საქართველოში.
"საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი მართლაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგი პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. დარწმუნებული ვარ, ტრამპი აღიარებს, რომ [საქართველოში] არჩევნები გაყალბდა, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს.
[...]
ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც ომის დამნაშავე პუტინი თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან და ყველა მათგანი ერთად მუშაობს ივანიშვილთან, რომელიც მილიარდერია და საქართველოში არჩევნები გააყალბა," - განაცხადა უილსონმა.