საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზად მან რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა დაასახელა.

ნათია მერებაშვილი პროკურატურაში 18 წელი მუშაობდა, ბოლო ხუთი წელი კი გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ამ დროისთვის, გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი