უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რაიონში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს - ინფორმაციას მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კურსკი, კარგი ამბავია, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს" - წერს ერმაკი.
კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია შეიარაღებული ძალების წინსვლის შესახებ სუჟას მხრიდან სოფელ ბოლშოე სოლდატსკოეს მიმართულებით.
რუსული პროპაგანდისტული სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ შეტევა ჯავშანტექნიკის მონაწილეობით მიმდინარეობს.