სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ აბაევი დააკავეს

გამოქვეყნდა:

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი და "ერთიანი ნაციონალური მძრაბის" წევრი, ზურაბ აბაევი - მას სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავებიან, კერძოდ -  სამართალწარმოების განმახორციელებელი პირის მიმართ მუქარას ან ძალადობას. 

დაკავებული ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. აბაევის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

"ჩემს შვილს ვურეკავდი სამსახურიდან და ვერ ვეკონტაქტებოდი. ბოლოს ტელეფონზე მიპასუხა ვიღაც პოლიციელმა. მითხრეს, რომ დაკავებულია ჩემი შვილი და მელოდებოდნენ ჩვენს ქუჩაზე, რომ ჩაეტარებინათ ჩხრეკა. მივედი სახლში, ზურა საერთოდ არ მაჩვენეს. სახლიდან აბსოლუტურად არაფერი ამოუღიათ. ზურა ისეთი ადამიანია, რომ ტყვიას დაუდგება სამშობლოს გულისთვის," - თქვა "მთავარ არხთან" ზურაბ აბაევის დედამ, ირინა ბუღულაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი