"მოვუწოდე პია კაუმას, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს... ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს" | უილსონი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, X-ზე აქვეყნებს წერილს, რომლითაც მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას მიმართა.

უილსონი პია კაუმას მოუწოდებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ვიზიტისგან თავი შეიკავოს, რადგან მისივე თქმით, "ოცნება" ამ ფაქტს საკუტარი ავტორიტარიზმის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს.
 

"მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს. ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს," - წერს უილსონი.

"მივიღე ინფორმაცია, რომ თქვენ და ვიცე-პრეზიდენტი ლუის გრასა გეგმავთ მომავალ კვირაში ოფიციალურ ვიზიტს თბილისში, საქართველოში, რათა შეხვდეთ სხვადასხვა პირებს, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, და განიხილოთ საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ჩემი მტკიცე შეხედულებაა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეთქმულება მოაწყვეს ამ არჩევნების გაყალბებისთვის და ქართველ ხალხს უარი უთხრეს დასავლეთთან, მათ შორის ნატოსთან და ევროკავშირთან, დაახლოების სურვილის განხორციელებაზე. ამ საარჩევნო გაყალბების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა თავისი დემოკრატიული ლეგიტიმაცია.

მე ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ იმ ფაქტის გამო, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა ნებისმიერი OSCE PA-ს ოფიციალური შეხვედრა, თავისი ლიდერების მონაწილეობით, გამოიყენოს საკუთარი სუსტი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის. სამწუხაროდ, ეს დინამიკა ბოლო დროს ვიხილეთ, როდესაც პარტიამ არასწორად გამოიყენა OSCE PA-ს ვიცე-პრეზიდენტ პასკალ ალიზარის წერილი საქართველოს მთავრობისადმი ODIHR-ის საარჩევნო რეკომენდაციების შესახებ, რათა მცდარად წარმოეჩინა, თითქოს OSCE-მა აღიარა არჩევნების შედეგი. მიუხედავად თქვენი კეთილშობილური განზრახვებისა ამ ვიზიტის ორგანიზებაში, ვშიშობ, რომ გარდაუვალია, "ქართული ოცნება" არასწორად გაიაზრებს თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო მოწონების სიმბოლოს. შედეგად, პატივისცემით მოვითხოვ, რომ გადახედოთ დაგეგმილ მოგზაურობას", - წერ უილსონი პია კაუმას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი