"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღშფოთებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც თბილისის ქუჩებში ორმოცი დღეა დგანან და გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებენ. ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია." - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში OSCEPA-ს პრეზიდენტის პია ლისა კაუმას მოსალოცნელ ვიზიტს გამოეხმაურა. დღეის მდგომარეობით, პია ლისა კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს არის დაგეგმილი.