ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და გაურკვეველი ვადით გადადო.
"დისკუსიებისა და სიტუაციის ყურადღებით განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდო საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა მხარეს და გავწიოთ დახმარება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით." წერს პია კაუმა X-ზე.
პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა კოალიციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და "ქართულ ოცნებას" აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.