აფხაზეთი საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. ის ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

პუტინს სურს დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორია და მათზე გავლენა და ის ამას აკეთებს. მაგალითად, საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი დიქტატორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისკენ მოაქციოს. იგივე შეიძლება მოხდეს მოლდოვასთან დაკავშირებით, ამას მხოლოდ დრო სჭირდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა

"არ მინდა ვილაპარაკო ამ ბანალურ საკითხებზე, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა დეტალები უნდა იცოდეს. მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მთლიანად რუსეთისკენ ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტი, აფხაზეთი საკითხი, როგორც ჩვენ გვაქვს დონბასი, კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ და თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. " თქვა ზელენსკიმ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი