"დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიან შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება. გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისთვის," - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გავრამიამ განაცხადა.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, პია აკუმა აქ ვიზიტს აუქმებს. აუქმებს და არა გადადებს. მინდა კორექტივები შევიტანო იმაში, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებით. ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის გაუქმება. დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიან შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება. გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც უკვე 40 დღეა დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. ბევრ სხვა რამესაც, მაგრამ პირველ რიგში ამას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები. ქართველი ხალხის შემდეგ, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის დამსახურება. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ, ნომერი 4 "კოალიცია ცვლილებისთვის", ნომერი 5 "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კოალიციური პარტნიორები, ნომერი 9 "ლელო" და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით,რომ ჩვენ უბრალოდ არ დავესწრებოდით შეხვედრებს, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად, ამ ვითარებაში საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს.
ქართველი ხალხის შემდგომ ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ, ნომერი 4, "კოალიცია ცვლილებისთვის", ნომერი 5, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კოალიციური პარტნიორები და ნომერი 9, "ლელო" და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთო-ს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით, რომ ჩვენ უბრალოდ შეხვედრებს არ დავესწრებოდით, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ ვითარებაში საუბარი საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არასამთავრობო ორგანიზაციების იმავე შინაარსის მიმართვამ. სამ პროდასავლურ ძალასთან ერთად, ცალკე იყო გახარიას პარტიის მიმართვა, რაც დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, ამგვარ საკითხებში ოპოზიციის ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ბუნებრივია, შეცდომა იქნებოდა აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს, ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა, სამწუხაროდ, დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ, ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ამოცანაა ეს, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ მხრივ ზოგჯერ უსამართლოდ იჩაგრებიან. ჩვენ ვმუშაობთ გამალებით, რომ ეს არ მოხდეს, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს და აქ ჩვენი წვლილი შეგვაქვს, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.