რუსულმა ძალებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იერიშის შედეგად დაზიანებულია ავტობუსი, სადაც მგზავრები ისხდნენ. დაღუპულია ერთი ადამიანია, ხოლო ცხრა დაშავდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხერსონი ხშირად ხდება რუსეთის სამიზნე.
ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად აცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.