ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "კანდიდატების" წარდგენის ვადა ამოიწურა. თვითგამოცხადებულ ცესკოში სულ 5 ე.წ. კანდიდატის დოკუმენტაციაა შესული. ესენი არიან:
ბადრა გუნბა - რომელიც ამჟამად "პრეზიდენტის" მოვალეობას ასრულებს;
ადგურ არძინბა - "ეკონომიკის ყოფილი მინისტრი", აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი;
ოლეგ ბარციცი- აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში;
რობერტ არშბა- კონტროლის პალატის ყოფილი "ხელმძღვანელი"
ადგურ ხურუმალი - კომერციული ბანკის „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე;
ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 15 თებერვალს გაიმართება.