ტიბეტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | დაიღუპა სულ მცირე 53 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 62 დაშავდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი - ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე, ნეპალთან საზღვრის მახლობლად მოხდა. დანგრეულია სახლები და სხვადასხვა შენობები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი