5 თვე გავიდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან, ჩვენი მეომრები ომს აბრუნებენ სახლში - რუსეთში | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის დაწყებიდან 5 თვე გავიდა. პრეზიდენტ ზელენსკის ცნობით, ამ პერიოდში რუსეთმა მხოლოდ ამ მიმართულებაზე 38 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა: 

"დღეს ზუსტად ხუთი თვე გავიდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან და ჩვენ ვაგრძელებთ ბუფერული ზონის შენარჩუნებას რუსეთის ტერიტორიაზე და აქტიურად ვანადგურებთ იქ მათ სამხედრო პოტენციალს. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე დაკარგა 38 000-ზე მეტი ჯარისკაცი მხოლოდ ამ მიმართულებით, მათგან დაახლოებით 15 000 გამოუსწორებელი დანაკარგით.

რუსებმა კურსკში თავიანთი უძლიერესი ნაწილები განალაგეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ ცოცხალი ძალის ახლა სხვა ფრონტებზე გადამისამართება შეუძლებელია. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც ომს აბრუნებენ სახლში - რუსეთში - და აძლევენ უკრაინას მეტ უსაფრთხოებასა და ძალას." განაცხადა ზელენსკიმ ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი