ბრაზილიელმა გამომძიებლებმა "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთს გადასცეს

გამოქვეყნდა:

Deutsche Welles-ს ინფორმაციით, ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა  25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს. 

"ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს თვითმფრინავის ავარიების გამოძიების საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად", - ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.

შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობისთვის ბრაზილიაში სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი Embraer-ი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ კურსიდან გადაუხვია მას შემდეგ, რაც, ძირითადი ვერსიით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ცეცხლში მოხვდა.

თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 კი ყირგიზეთის მოქალაქე იყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს დააკისრა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი