პუტინის მოთხოვნით, უკრაინაში მებრძოლი სამხედროებისთვის დაამზადეს ძეწკვები ჯვრებისთვის, რომლებზეც მისი ინიციალებია ამოტვიფრული.
კრემლის პრესმდივან პესკოვის თქმით, "რწმენის ეს სიმბოლოები" გადაეცემათ იმ სამხედრო მეთაურებს, რომლებიც ასრულებენ "განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანებს სპეცოპერაციის ზონაში".
”ვფიქრობ, რომ ჩვენს ამხანაგებს პატივი ექნებათ მიიღონ რწმენის ეს სიმბოლოები, რომლებიც აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა შობის ღამეს სადღესასწაულო წირვის დროს,” - თქვა პესკოვმა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა შობის სადღესასწაულო წირვაზე სწორედ პუტინის თანდასწრებით აკურთხა სამხედროებისთვის განკუთვნილი ჯვრები და ხატები.