"პოლონეთი მზად არის უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს" | პოლონელი მინისტრი ფიცოს მუქარის შემდეგ

გამოქვეყნდა:

პოლონეთი მზად არის მიაწოდოს უკრაინას ელექტროენერგია -  აცხადებს პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრი პაულინა ჰენიგ-კლოსკა სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მუქარის პასუხად. 

„პოლონეთი შეძლებს გაზარდოს ელექტროენერგიის გაყიდვა უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას უკრაინა ითხოვს. ჩვენი ოპერატორი მზადაა. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, სურს თუ არა უკრაინას. ფიცოს საქციელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული" - განუცხადა ჰენიგ-კლოსკამ მედიას.

რობერტ ფიცომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პარტია განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ლტოლვილთა დახმარების შემცირებას და გაზის ტრანზიტის განახლებას, ან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ფიცოს მუქარა. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი