გერმანიაში კაცი ბანკის ფილიალში შეიჭრა და სულ მცირე 1 ადამიანი მძევლად აიყვანა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ქალაქ რიმბახში უცნობი კაცი ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიჭრა და სულ მცირე 1 ადამიანი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თავდამსხმელი ქალს დანით ემუქრებოდა და გარკვეული დროის განმავლობაში ბანკის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.

ის ბანკში დილის 08:00 საათზე შეიჭრა. პოლიციამ ბანკის შენობა ალყაში მოაქცია და სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოთხოვნები ჰქონდა თავდამსხმელს - ის პოლიციამ უკვე დააკავა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი