"თუ კრიზისის გადაჭრა [საქართველოში] მოითხოვს არჩევნების რეორგანიზებას, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებ [დიპლომატების] ქსელს, თავისუფლებისთვის ყველა მებრძოლის გვერდში იდგეს. საქართველოში არჩევნებისთვის მებრძოლ მანიფესტანტებთან და გამბედავ პრეზიდენტთან იდგეთ იმისთვის, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოთ. და თუ კრიზისის გადაჭრა მოითხოვს არჩევნების რეორგანიზებას, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს", - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თუ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, ის უნდა ჩატარდეს.

ამის შესახებ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ისაუბრა რუსეთის აგრესიის გაძლიერებაზე მეზობლების მიმართ და არჩევნებში ჩარევაზე.

"ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთმა მოულოდნელად შეიცვალა ალიანსი და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ქმედებებს, რადგან სომხეთს პირველად ჰყავდა გაბედული პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოსკოვს წინ აღუდგა; საქართველოში, სადაც აშკარად მოახდინა საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია და გაყალბება; მოლდოვაში, სადაც იგივე სცადა უშედეგოდ. მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობას და მონდომებას. ჩვენზეა დამოკიდებული, ერთობლივად გამოვიჩინოთ სიფხიზლე არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მან მოუწოდა დიპლომატიურ სამსახურს, გააგრძელოს ჩართულობა ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოს "მამაც პრეზიდენტ" სალომე ზურაბიშვილთან და დემონსტრანტებთან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი