დასავლური სამყარო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის აქტიური ჩარევის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. პირველი განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა, რომელიც 26 ოქტომბერს მომხდარ უხეშ დარღვევებს პირდაპირ რუსეთს უკავშირებს.
ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლად ახალ არჩევნებს ასახელებს.
რით იყო გამორჩეული საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადება საქართველოში არსებულ მძიმე კრიზისთან დაკავშირებით - ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას სიუჟეტში.