CNN: ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ფლორიდის შტატის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

კითხვაზე გამორიცხავდა თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, დონალდ ტრამპმა უპასუხა: "არა, დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია, ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა მან. 

მოგვიანებით კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, მან უპასუხა, რომ გამოიყენებდა არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას. 

გამოცემა CNN-ი წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის აშკარა ღიაობა ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობაში მოდის მის დანაპირებთან, რომ აიცილებდა ომს ინაუგურაციის შემდეგ. 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა - "მე არ ვაპირებ ომის დაწყებას. მე ვაპირებ ომების შეჩერებას". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი