კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომ ლოს-ანჯელესის გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა პალისადის ხანძრის შედეგად დაზარალებული თემების მხარდასაჭერად.
სამხრეთ კალიფორნიის მაცხოვრებლებო: იყავით ფხიზლად, მიიღეთ ყველა საჭირო ზომა და მიჰყევით ადგილობრივ საგანგებო მითითებებს," - წერს გევინ ნიუსო X-ზე.
სანტა მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე პალისადის ნაწილში ხანძრის გამო 30 000 ადამიანია ევაკუირებული. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, 250-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა სამუშაოებს უკიდურესად ართულებს ძლიერი ქარი.