"ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი" | იან კელი

გამოქვეყნდა:

"ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება", -  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, იგნორირებულია. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება", - წერს კელი.

ცნობისთვის, კელი "საერთაშორისო მეგობრები საქართველოსთვის" განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, რომელსაც ჯამში 43-მა ამერიკელმა და ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა კანონმდებელმა და მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი