"დემოკრატიულმა მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება", - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ", - წერს როთი.
ცნობისთვის, კელი "საერთაშორისო მეგობრები საქართველოსთვის" განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, რომელსაც ჯამში 43-მა ამერიკელმა და ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა კანონმდებელმა და მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი.