"ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც... საქართველოში არის დემოკრატიული უკანდახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია და არა მხოლოდ დემოკრატიული უკანდახევა, არამედ უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან, სწრაფვა, აეშენებინა მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.
ასე რომ, მას შემდეგ რაც ეს [დემოკრატიული] უკუსვლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის წარმოდგენაც სურს. მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს - ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ.
დავასანქცირეთ "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, ერთად მუშაობით ჩვენ "ვენის მექანიზმი" ავამოქმედეთ ეუთოში, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს.
ასე რომ, მგონია, რომ ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან"
- თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.