შეთქმულების თეორიის კიდევ უფრო გამძაფრებული ვერსია "ქართული ოცნებისგან". პირდაპირ ოლიგარქის დავალებით და მისი აშკარა ხელწერით "ქართული ოცნება" აქვეყნებს კონსპირაციებით სავსე წერილის, რომლითაც კიდევ ერთხელ თავს ესხმის ქვეყნის პარტნიორებს დასავლური სამყაროს უპრეცედენტო წნეხის გამო.
"ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, საუბრობს არა ოლიგარქის რუსულ პოლიტიკასა და კრემლისადმი მორჩილებაზე, არამედ მითად ქცეულ ომის პარტიასა და ჩრდილოვან სახელმწიფოზე.
ავტორი, რომლის ამოცნობაც არც ისე რთულია, იმდენად შეპყრობილია კონსპირაციული თეორიებით, რომ მისი იდეებიც, გზავნილებიც და არგუმენტებიც მხოლოდ ერთ შეფასებას იმსახურებს.