რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, - ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს.

ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი