პროტესტის 42-ე დღე და ორი უცვლელი მოთხოვნა - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, რომელთა სასამართლო პროცესის გადადებასაც პროკურატურა 2 თვით მოითხოვს.
ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებიდან თვეზე მეტი გავიდა, საგამოძიებო უწყება კი ამბობს, რომ ეს დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის.
ჭიჭინაძესა და რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრებს უპრეცედენტო სოლიდარობას უცხადებენ მსახიობები, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ყველა სპექტაკლი გადადებულია.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი