რატომ აღარიბებს ხალხს "ქართლი ოცნება". ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში წლიდან-წლამდე სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება. ასეთი მოქალაქეების რიცხვმა უკვე მოსახლეობის მესამედს გადააჭარბა.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შემწეობას ყველას უნაწილებს და მაქსიმალურად ეხმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს, მაგრამ რეალურად ეს ოლიგარქიული რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია მორჩილებაში ჰყავდეს გაღარიბებული ამომრჩეველი.