"ნიკუშას გაუსაძლის პირობებს უქმნიან, აღარ ეძლევა საშუალება, თვალი ადევნოს მიმდინარე მოვლენებს, შეუზღუდეს გასასვლელი სასეირნო დრო" | კაციას ძმა

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია წერს, რომ მის ძმას ციხეში გაუსაძლის პირობებს უქმნიან.

"ნიკუშას გაუსაძლის პირობებს უქმნიან. მას აღარ ეძლევა საშუალება, თვალი ადევნოს მიმდინარე მოვლენებს. შეუზღუდეს გასასვლელი სასეირნო დრო. დარეკვითაც ვეღარ სარგებლობს ისე, როგორც აქამდე გვირეკავდა. შეუცვალეს საკანი-კორპუსი და საღორეში გადამიყვანეს ფაქტიურადო…!!! რას ველოდო?! ამას შევეგუო?! არ ვაპირებ! გაბრაზებული ვარ! ძალინ გაბრაზებული!" - წერს ის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი