დღეს, 9 იანვარს, თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი თავდაპირველად განათლების სამინისტროსთან, 17:30 საათზე შეიკრიბებიან.
"17:30 - ვიკრიბებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (უზნაძის 52)
19:00 - საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვითხოვთ საეთერო დროს.
21:00 - პარლამენტის წინ ვუერთდებით საერთო აქციას.
ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას!
მასწავლებელო, დაიცავი მოსწავლეების მომავალი!" - წერია განცხადებაში.